ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბავშვო ევროვიზიის გახსნისთვის ემზადებიან
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბავშვო ევროვიზიის გახსნისთვის ემზადებიან

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბავშვო ევროვიზიის გახსნისთვის ემზადებიან.

საღამოს, 18:30 საათზე, საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია – წითელი ხალიჩა გაიმართება. გახსნის ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

2017 წლის ევროპული სიმღერის ყველაზე მასშტაბურ, რიგით მე-15 საბავშვო სიმღერის კონკურსს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს.

დღესვე, ლოტოტრონის მეშვეობით გაირკვევა, რა ნომრით წარსდგება ქართველი კონკურსანტი საბავშვო ევროვიზიაზე. ამასთან, ცნობილი გახდება, ვინ იქნება პირველი გამომსვლელი შოუზე და ვინ დახურავს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიას.

გახსნის ცერემონიაზე საბავშვო ევროვიზიაზე სხვადასხვა წელს საქართველოს წარმომადგენლები და გამარჯვებულები იმღერებენ. გარდა ამისა, სუხიშვილების ახალი თაობა კონცერტს გამართავს და ორ ნომერს წარმოადგენს.