ეროვნულ ბიბლიოთეკაში გია მურღულიას ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გია მურღულიას ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

„ლოგოსი“ და „ფიქრი ფიქრზე“ ასე ჰქვია გია მურღულიას ახალ გამოცემებს, რომელთა პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

ფილოლოგ გია მურღულიას წიგნები ლიტერატურული წერილებისა და ჩანაწერების ერთობლიობაა.

„დღეს არის ორი გამოცემის პრეზენტაცია. ერთი გახლავთ ლიტერატურული წერილებისა და ჩანაწერების კრებული, რომელსაც „ლოგოსი“ ჰქვია, მეორე არის რესურსი სკოლისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომელსაც ჰქვია „ფიქრი ფიქრზე“. ეს გამოცემა ადამიანს აძლევს ინსპირაციას და საშუალებას, დაწეროს სხადასხვა თემაზე, იმ თემებზე, რომელსაც ჩვენ ყველა  ერთად ვუწოდებთ ცხოვრებას“, – განაცხადა გია მურღულიამ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას წიგნი ბიბლიოთეკის დირექტორმა ავტორთან ერთად წარუდგინა.