ეროვნულ არქივში XX საუკუნის დასაწყისის ქართული საეკლესიო მხატვრობის შესახებ გამოფენა გაიხსნა
ეროვნულ არქივში XX საუკუნის დასაწყისის ქართული საეკლესიო მხატვრობის შესახებ გამოფენა გაიხსნა

ეროვნულ არქივში XX საუკუნის დასაწყისის ქართული საეკლესიო მხატვრობის შესახებ გამოფენა გაიხსნა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი მასპინძლობს გამოფენას „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წწ.“, რომელიც აცოცხლებს აღნიშნული პერიოდის ქართულ საეკლესიო მხატვრობასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ადგილებს, ადამიანებს, ქმნილებებს. გამოფენის დამთვალიერებელი გაეცნობა XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე თვითნასწავლი თუ პროფესიონალი, ქართველი თუ უცხოელი მხატვრების (დიმიტრი შევარდნაძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი და სხვ.) საეკლესიო მხატვრობის ხელოვნებას. ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და მხატვრების საოჯახო არქივებში, ასევე შეგროვებულია იმჟამინდელი პერიოდიკიდან და საეკლესიო მოხატულობების შესწავლის შედეგად. გამოფენის კურატორია მხატვარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ანა მგალობლიშვილი“, – ნათქვამია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.

გამოფენა 5 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.