ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით, ქართული მხედრული ანბანის საზედაო ასოების შრიფტი შეიქმნა

17:27, 14.04.2022

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით ქართული მხედრული ანბანის საზედაო ასოების შრიფტი შეიქმნა. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

შრიფტს, რომლის პრეზენტაცია დედაენის დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, საფუძვლად დაედო XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები.

ეროვნულ არქივში აცხადებენ, რომ შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

შრიფტი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შემდეგ ბმულზე უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი: https://calligraphy.ge/product/dm-sazedao

მსგავსი