ერლინგ ჰალანდს „რეალში“ გადასვლა აღარ სურს და „ბარსელონას“ ანიჭებს უპირატესობას #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი აღარ არის დაინტერესებული მადრიდის „რეალში“ გადასვლით. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა FourFourTwo.
აღნიშნავენ, რომ ნორვეგიელმა შეიცვალა თავისი აზრი მადრიდულ კლუბში კილიან მბაპეს ტრანსფერის შემდეგ. ის არ არის დარწმუნებული, რომ „რეალში“ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება.
მიუხედავად ამისა, ფორვარდი მზადაა „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლისთვის და ისევ აქვს სურვილი ძალები მოსინჯოს ლა ლიგაში. ამიტომაც, ახლა ის უპირატესობას „ბარსელონას“ ანიჭებს.
გაირკვა, რომ ჰალანდის კონტრაქტში, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, არსებობს პუნქტი გამოსყიდვაზე 2025 წელს, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ კატალონური გრანდი წინადადებით მიმართავს „სიტის“.