ერლინგ ჰალანდმა 300 გოლი მესიზე, რონალდოზე და მბაპეზე ადრე გაიტანა - 370-ე მატჩში #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა. ამისთვის ნორვეგიელს 370 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
ჰალანდმა 300-გოლიან ნიშნულს კრიშტიანო რონალდოზე (554 მატჩი), ლიონელ მესიზე (418) და კილიან მბაპეზე (409) ადრე მიაღწია.
ერლინგ ჰალანდს 20 გოლი აქვს გატანილი „მიოლდეში“, 29 – „ზალცბურგში“, 86 – „დორტმუნდში“, 123 – „მანჩესტერ სიტიში“. ნორვეგიის ნაკრებში ფორვარდის მონაგარია 42 გოლი.