„დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის ტრავმა იმაზე სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ამას კლუბის ხელმძღბანელობა ვარაუდობდა, – დაწერა გაზეთმა „ბილდმა“.
ნორვეგიელს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთო ჯგუფში სავარჯიშოდ დაბრუნებას ფეხბურთელი მხოლოდ ექვსი კვირის შემდეგ შეძლებს.
ასე რომ, დაზიანების გამო, ჰალანდი ვერ შეძლებს 2021 წელს მოედანზე გასვლას. ის გამოტოვებს უმნიშვნელოვანეს მატჩებს ბუნდესლიგაში – „ლაიპციგისა“ და „ბაიერნის“ წინააღმდეგ, დააკლდება ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ტურებს და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს.