ერლინგ ჰალანდი - მესი და რონალდო რომ გავხდე, ჯერ ბევრი უნდა ვისწავლო #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდი - მესი და რონალდო რომ გავხდე, ჯერ ბევრი უნდა ვისწავლო #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა აზრი გამოთქვა კრიშტიანო რონალდოსთან და ლიონელ მესისთან მისი მიღწევების შედარების შესახებ.

„მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ, ვცდილობ ყოველდღე გავაუმჯობესო ჩემი თამაში. არ მჭირდება მესიზე და რონალდოზე ლაპარაკი. შესაძლოა, ისინი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

მე ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო, მათი მსგავსი რომ გავხდე“, – განაცხადა ჰალანდმა ინტერვიუში.

ამ სეზონში ნორვეგიის ნაკრების ფორვარდმა „დორტმუნდის“ რიგებში ჩატარებულ 31 მატჩში 33 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.