ერლინგ ჰალანდი დატოვებს „დორტმუნდს“, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა #1TVSPORT
ერლინგ ჰალანდი დატოვებს „დორტმუნდს“, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი დატოვებს კლუბს, თუ დორტმუნდელები სეზონის შედეგების მიხედვით ვერ შეძლებენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ბილდმა“.

ამ მომენტისთვის, „დორტმუნდი“ მეხუთე ადგილზეა ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.

ასევე ცნობილია, რომ 20 წლის ჰალანდს მომავალი წლის ზაფხულში საკუთარი კონტრაქტის 75 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება, რაც წელს მისი გუნდიდან წასვლის შანსებს ზრდის, რადგან „დორტმუნდს“ ამ ზაფხულს გაცილებით მეტ თანხად შეუძლია ნორვეგიელის გაყიდვა.

დღეისთვის, ჰალანდის სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.