ერლინგ ჰაალანდი თვლის, რომ მერვედფინალში გასვლა სამუდამოდ შეცვლის ნორვეგიას #1TVSPORT
ნორვეგიის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კოტ დ’ივუართან მოგებულ (2:1) შეხვედრაზე, სადაც გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.
„ვფიქრობ, ეს წარმატება სამუდამოდ შეცვლის ნორვეგიას. ვგრძნობ, რომ ეს კიდევ უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან, რაც უბრალოდ ძალიან ემოციურია“, – ამბობს ტურნირის ერთ-ერთი ბომბარდირი, რომლის ანგარიშზეც 5 გოლია.
კომენტარი გააკეთა ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმაც და მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
„აშშ-ში ოთხი მატჩიდან სამი მოვიგეთ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ამერიკა დაიპყრეს. ეს ისეთი ემოციაა, რომელსაც უბრალოდ ვერცერთ სხვა მატჩში ვერ განიცდი. ჩვენ ფანტასტიკურ გუნდს ვეთამაშეთ, რომლის შემადგენლობაშიც ფიზიკურად ნამდვილი მონსტრები იყვნენ და რომლებიც ზოგჯერ ერთი ერთზე ბრძოლებში გვჯაბნიდნენ.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ორივე გუნდს შეეძლო მოგება. ვფიქრობ, ერთი ან ორი შანსით მეტი გვქონდა, ვიდრე კოტდივუარელებს და ამიტომ, საერთო ჯამში, ეს დამსახურებული გამარჯვება იყო“, – ამბობს სტოლე სოლბაკენი.