ერიკ თენ ჰაგი - რონალდო მოხარულია „მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენით #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდო გუნდში რჩება.
„ჩვენ ერთ ტალღაზე ვართ. რონალდო მოხარულია გუნდში დარჩენით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აქ არ იქნებოდა. თავიდანვე ვთქვით, რომ რომ ჩვენს მომავალს რონალდოსთან ერთად ვგეგმავდით. კმაყოფილები ვართ იმით, რომ ის ბედნიერია აქ ყოფნით და გვინდა, რომ მასთან ერთად ვაქციოთ ეს სეზონი წარმატებულად. გასაგებია, რომ გავაძლიერეთ შემადგენლობა. როგორც მწვრთნელი, ყოველთვის გინდა მეტს მიაღწიო და მე ეს არა მხოლოდ მოთამაშეებისგან უნდა მოვითხოვო, არამედ თავად ვაჩვენო მაგალითი. ყოველთვის მაქსიმუმი მინდა, მაგრამ გარკვეულ მომენტში გიწევს კმაყოფილი იყო იმით, რაც გაქვს. ლაპარაკია ასევე გუნდის განვითარებაზე, ცალკეულ პიროვნებებზე, რათა გუნდი უფრო ძლიერი და სტაბილური გახდეს და ხარისხი ამაღლდეს. ეს ის არის, რაზეც ახლა უნდა ვიმუშაოთ“, – მოჰყავს თენ ჰაგის სიტყვები Sky Sports-ს.
უფრო ადრე ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ რონალდო რჩება გუნდში მინიმუმ ზამთრის პაუზამდე.