ერიკ ჰოგი სოფელ წნელისში გამართულ შეხვედრას შედარებით კონსტრუქციულს უწოდებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი სოფელ წნელისში გამართულ შეხვედრას შედარებით კონსტრუქციულს უწოდებს. როგორც ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, გამოიკვეთა შესაძლო ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტად. მისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაიმართება. ერიკ ჰოგი მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავშეკავებულობისკენ.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო-ს გუნდები მიემართებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელიც დღეს წნელისში გაიმართა. შეხვედრა შედარებით კონსტრუქციული იყო.
გამოიკვეთა შესაძლო ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტად. ახალი მოლაპარაკებები მომავალი კვირისთვის დაიგეგმა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაბამისმა მხარემ მაქსიმალური თავშეკავებულობა გამოიჩინოს“, – წერს ერიკ ჰოგი.