ერიკ ჰოეგი - წნელისში არსებულ ვითარებაზე არის ღრმა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასევე ერთობლივი მზადყოფნა დიალოგისა და დეესკალაციისთვის
ერიკ ჰოეგი - წნელისში არსებულ ვითარებაზე არის ღრმა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასევე ერთობლივი მზადყოფნა დიალოგისა და დეესკალაციისთვის

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2 სექტემბერს გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს გაგრძელდა დიალოგი წნელისში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. არის ღრმა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასევე ერთობლივი მზადყოფნა დიალოგისა და დეესკალაციის. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ახალი შეხვედრა მალე ჩატარდება“, – წერს ერიკ ჰოეგი „ტვიტერში“.