„მანჩესტერ სიტის” მცველმა ერიკ გარსიამ კონტრაქტი შეათანხმა „ბარსელონასთან“. ამის შესახებ გაზეთმა „გარდიანმა“ დაწერა.
წყაროს ცნობით, გასული წლის ზაფხულში გარსიამ უარი თქვა „სიტისთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში. ფეხბურთელი უკვე მოელაპარაკა კატალონურ კლუბს ხუთწლიან კონტრაქტზე. შეგახსენებთ, რომ თავად გარსია „ბარსელონას“ აღზრდილია.
გამორიცხული არ არის, რომ „ბარსელონამ“ უკვე ზამთარში სცადოს მოთამაშის გაფორმება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, კატალონელებს ფეხბურთელში თანხისგადახდა მოუწევს.