ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.

როგორც სომხური მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულების მდგომარეობა უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.