ერევნის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება
ერევნის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება

საქართველოს რკინიგზა ერევნის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლას 15 ივნისიდან განაახლებს, – ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, თბილისი-ერევანი-თბილისის მატარებელი ყოველდღე იმოძრავებს, განახლებული მიმართულება კი, ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„თბილისი-ერევანი-თბილისის რეისი პანდემიის გამო, დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე საქართველოს რკინიგზა რეისს აღადგენს და ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი