ერევანში სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო

10:50, 26.05.2021

სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არა აივაზიანისა და მისი ირანელი კოლეგის მოჰამად ჯავად ზარიფის პირისპირ შეხვედრა დაიწყო.

დღეს, 26 მაისს, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯავად ზარიფი სამუშაო ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. დამატებით, ირანელი დიპლომატი ქვეყნის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრებს.

მსგავსი