ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი ჯერ უცნობია. სავაჭრო ცენტრში ხანძარია. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მოხდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანაგებო სიტუაციების სამსახურები.