ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება [ფოტო]
ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება [ფოტო]

ერევანში მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება.

აქციის მონაწილეები „რესპუბლიკის მოედანზე“ არიან შეკრებილები. 19:00 საათისთვის აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოპოზიციამ ოფიციალურად დაასახელა. ცოტა ხნის წინ პარტია „აყვავებული სომხეთის” ლიდერმა, გაგიკ წარუკიანმა განაცხადა, რომ  მისი პარტიაც მხარს უჭერს ნიკოლ ფაშინიანს.

ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ კანდიდატს, პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ 47 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი.