ერევანში საპროტესტო აქციაზე სამხედრო ტყვეების დაბრუნებას ითხოვენ
ერევანში საპროტესტო აქციაზე სამხედრო ტყვეების დაბრუნებას ითხოვენ

სომხური მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილე ქალებმა შარლ აზნავურის მოედნიდან სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მანამდე გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მთავრობა და მისი მეთაური ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულეს სამხედრო ტყვეებისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების დროს დაღუპულების თუ დაკარგულების შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის კორდონის გარღვევასა და მთავრობის შენობაში შეღწევას შეეცადა, შემდეგ კი შენობას კვერცხები დაუშინა. ამის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.