ერევანში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს
ერევანში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც „ნიუს.ამ“ იუწყება, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი თავისუფლების მოედანზე აიყვანეს.

„ისინი აკავებენ პარტიის სხვა ლიდერებსაც. იჩქარეთ, გამოდით გარეთ, ახლახანს დააკავეს გაგიკ წარუკიანი. აკავებენ სხვა დეპუტატებსაც“, – წერს ფეისბუქის გვერდზე პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერევანში ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სომხეთი პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებენ.