ერევანში ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მსვლელობები დილიდან განახლდა [ფოტო]
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მსვლელობები განახლდა.
პარალელურად, აქციის მონაწილეები დილიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და პარლამენტში მიმდინარე სხდომას სპეციალურად დამონტაჟებულ სხდომაზე უყურებენ.
მხარდამჭერთა თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დღესაც არ დაუჭერს მხარს ფაშინიანს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუმორჩილებლობის აქციები განახლდება.
სომხეთში დღეს ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარეობს. თანამდებობაზე ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი.
ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად არჩევას სომხეთის 105-კაციან პარლამენტში 53 დეპუტატის ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი კვლავ არ აირჩიეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.