ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დემონსტრანტებმა დაუმორჩილობლობა გამოაცხადეს და სომხეთის დედაქალაქში ცენტრალური გამზირის გადაკეტვა სცადეს.

როგორც სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ წერს, დაკავებულია 33 ადამიანი.

მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვენ.