ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში, თავისუფლების მოდანზე, აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. აქცია 17 ოპოზიციური პარტიის მიერაა ორგანიზებული.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის გადადგომას და ახალი, დროებითი მთავრობის ფორმირებასაც ითხოვენ.

სომხეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

თავად ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ახლა მის დღის წესრიგში მხოლოდ სტაბილურობის უზრუნველყოფაა.