ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში, პარლამენტის შენობასთან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

მასში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს. თავად პრემიერ-მინისტრი კი ეროვნული ასამბლეის დარბაზში სესიას ესწრება, სადაც მთავრობა კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

სომხეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას მოაწერა ხელი.