ერევანში, მთავრობის შენობასთან ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა გზა გადაკეტა
ერევანში, მთავრობის შენობასთან ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა გზა გადაკეტა

ერევანში, მთავრობის შენობასთან ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

სომხური მედიის ცნობით, დემონსტრანტების ჯგუფმა ერევნის ცენტრში გამზირი გადაკეტა. ოპოზიციური ბლოკის, „დედა სომხეთის“ ლიდერი ანდრანიკ ტევანიანი მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, რის შემდეგაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციაზე 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 პოლიციელი.