ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

სომხეთის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერევანში სომხეთის მთავრობის შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომა მოითხოვეს და შენობაში შეჭრა სცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია, რის გამოც მთავრობის შენობასთან პოლიციის დამატებითი ძალები განთავსდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მანამდე პროკურატურის შენობასთან შეიკრიბნენ.