ერევანში მორიგი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს
ერევანში მორიგი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქში მორიგი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს.

დემონსტრაციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

9 მარტის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირებას აგრძელებს. მიუხედავად ამისა, დეპუტატების ნაწილი დღეს საკანონმდებლო ორგანოში უკანა შესასვლელიდან მაინც შევიდა.

დღეს სომხეთს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი 25 თებერვლის შემდეგ ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტი უარს ამბობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მთავრობის გადაყენება მოითხოვა.