ერევანში მიმდინარე აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს
ერევანში მიმდინარე აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს

ერევანში მიმდინარე აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს. ამასთან, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში იუწყებიან, 41 დაკავებული უკვე თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ერევანში საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. დემონსტრანტები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც საგანგებო სხდომის ჩატარებასა და პრემიერ-მინისტრის გადაყენების საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

დემონსტრაციაში მონაწილე პარტიების ნაწილი სომხეთის პრეზიდენტს მიმართავს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბოს.

აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებენ.