ერევანში, ანტისამთავრობო აქციაზე ორი დემონსტრანტი დაშავდა

18:57, 11.12.2020

ერევანში, ანტისამთავრობო აქციაზე ორი დემონსტრანტი დაშავდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღეს სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მომიტინგეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ერევანში საპროტესტო აქციების ტალღა 10 ნოემბრს დაიწყო. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.

 

მსგავსი