ერევანში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალის ბლოკირება სცადეს, დემონსტრანტების ნაწილი დააკავეს
ერევანში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალის ბლოკირება სცადეს, პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილი დააკავა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
„ნიკოლ, მოღალატე“, – სკანდირებენ დემონსტრანტები.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.
სომხეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოებრივ ინტერესებს უღალატა და ტერიტორიები აზერბაიჯანს გადასცა.