ერევანში აქციის მონაწილეები სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთავრობის სახლთან შეკრებილი ადამიანების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარის, არარატ მირზოიანის მანქანას დაესხა თავს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მირზოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.