ილჰამ ალიევი - ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია
ილჰამ ალიევი - ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რამდენიმე წუთის წინ მოსახლეობას მიმართა.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა, აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია სრულდება. მნიშვნელოვან პოზიციებზე შეთანხმების გზით, ჩვენ მივაღწიეთ კონფლიქტის დარეგულირებას, რომელიც, ჩემი აზრით, პასუხობს აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის, ასევე რეგიონის ინტერესებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.