ერერა - „ატალანტა“ უძლიერესი გუნდია, მაგრამ ჩვენ ფანტასტიკურად ვითამაშეთ
პარიზული გრანდის ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა „ატალანტას“ წინააღმდეგ ჩაატარა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ნახევარფინალის საგზური კლასისა და შრომის ხარჯზე მიიღო. ჩვენ ოთხი ნაციონალური ჯილდო მოვიპოვეთ, რაც თავდაუზოგავი შრომის გარეშე შეუძლებელია, – ციტირებს ერერას სიტყვებს უეფას-ს ოფიციალური ვებგვერდი. – „ატალანტა“ უძლიერესი გუნდია, მაგრამ ჩვენ ფანტასტიკურად ვითამაშეთ.
ასეთ თამაშს მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობით ვერ მოიგებ, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა“, – მიაჩნია ანდერ ერერას.