ერაყში შიიტი იმამის, მოქთადა ალ-სადრის მომხრეები უმაღლესი სასამართლოს შენობის დაკავებას ცდილობენ

13:20, 30.07.2022

ერაყში საპროტესტო აქციების მონაწილეები უმაღლესი სასამართლოს შენობის დაკავებას ცდილობენ.

როგორ ჟურნალისტები იუწყებიან, აქციის მონაწილეები შიიტი იმამის, მოქთადა ალ-სადრის მომხრეები არიან. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლეს და ამჟამად სასამართლოს შენობის დაკავებას ცდილობენ. საპასუხოდ ერაყის უსაფრთხოების ძალები და არმიის ქვედანაყოფები წყლის ჭავლს იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს ერაყში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ მოქთადა ალ-სადრმა მიმართა. აქციის მონაწილეთა ქმედებების გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მიზნით კენჭისყრის ჩატარება ვერ შეძლო.

ერაყში სამთავრობო კრიზისი ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გრძელდება. ქვეყანა უკვე 290 დღეა, მთავრობის გარეშეა. შიიტ და ქურთების ჯგუფებს შორის შიდა ბრძოლის გამო, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კანონმდებლებმა ვერ შეძლეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის არჩევა, რაც ხელს უშლის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას. რამდენჯერმე გადაიდო ქვეყნის პრეზიდენტის არჩევაც. 31 მაისს იმამ მოქთადა ალ-სადრის მომხრეებმა პარლამენტის დაშალა და ვადამდელი არჩევნების გამართვა მოითხოვეს.

მსგავსი