ერაყში საპროტესტო გამოსვლების დროს სამი ადამიანი დაიღუპა
ერაყში საპროტესტო გამოსვლების დროს სამი ადამიანი დაიღუპა

ერაყში საპროტესტო გამოსვლების დროს სამი ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. ​სულეიმანიას პროვინციის კონსულის თქმით, სამივე მათგანი ქურთულ უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებებს ემსხვერპლა.

1300-მდე ქურთი დემონსტრანტი უკვე მეორე დღეა, მკაცრ ეკონომიკასა და დაგვიანებულ ხელფასებს აპროტესტებს. მათ შორის ძირითადად მასწავლებლები, სტუდენტები და სამოქალაქო მოხელეები არიან.

ეს იმ დაძაბულობის ფონზე ხდება, რაც მათ რეგიონსა და ბაღდადს შორის არსებობს.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ მანამდე განაცხადა, რომ თუ ნახევრადავტონომიური ქურთული რეგიონის რომელიმე მოქალაქეს ზიანი მიადგებოდა, ის დამნაშავეებს საკადრისად დასჯიდა.

აქციის მონაწილეები პოლიტიკური პარტიების ოფისებში შეიჭრნენ, რაც რეგიონულმა მთავრობამ დაგმო.
მოგვიანებით კი, ქურთული უსაფრთხოების ძალები კერძო სატელევიზიო არხ NRT-ში შეიჭრნენ და პირდაპირი ეთერი გათიშეს.

ამ მოვლენების ფონზე აეროპორტში დააკავეს ტელეკომპანიის დამფუძნებელი შასვარ აბდულვაჰიდი, რომელმაც გასულ თვეს NRT გაყიდა და ოპოზიციურ პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.