ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 150 კი დაშავდა

09:26, 27.09.2023

ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 150 კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ხანძარი ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ღონისძიებების დარბაზში მას შემდეგ გაჩნდა, რაც დღესასწაულის დროს ფოიერვერკი აანთეს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 22:45 წუთზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტის დროს დარბაზში ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, შენობა აგებული იყო აალებადი სამშენებლო მასალებისგან, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფ დაწვას.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ინციდენტის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველა ძალისხმევა გამოიყენონ.

რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

მსგავსი