ერაყში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს, ბოლო სამ დღეში, 74 ადამიანი დაიღუპა
ერაყში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს, ბოლო სამ დღეში, 74 ადამიანი დაიღუპა

ერაყში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს, ბოლო სამ დღეში, 74 ადამიანი დაიღუპა.

ადამიანის უფლებათა კომისიის ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიტიკური პარტიების ცენტრალურ ოფისებში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც დაცვის სამსახურებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

მიმდინარე თვეში მასშტაბური არეულობის შედეგად ერაყში 140-მდე ადამიანი დაიღუპა. აქციების დროს მონაწილეებმა 100-მდე კერძო და საჯარო უწყების შენობა დაწვეს.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ თქვა, რომ ნებისმიერი სკოლა ან უნივერსიტეტი, რომელიც სწავლის პროცესს შეწყვეტს, მკაცრ სადამსჯელო ზომებს დაექვემდებარება. მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულებების დაცვა, ერაყის მთავრობის ხელმძღვანელმა ელიტურ კონტრტერორისტულ სამსახურს დაავალა. ერაყში მოსახლეობის ნაწილი კორუფციას და ეკონომიკურ პრობლემებს აპროტესტებს.

დატოვე კომენტარი