ერაყში მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ორი ადამიანი
ერაყში მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია ორი ადამიანი

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა, ბაღდადში მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც „როიტერი“ იუწყება, დაიღუპა ორი და დაშავდა 22 ადამიანი ადამიანი.

შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის აჰრარის ხიდზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს 330 ადამიანია დაღუპული.