ერაყში, მდინარე ტიგროსზე ბორანი ჩაიძირა, დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი
ერაყში, მდინარე ტიგროსზე ბორანი ჩაიძირა, დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი

ერაყში, მდინარე ტიგროსზე ბორანი ჩაიძირა. დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი.

როგორც ქვეყნის ხელისუფლება იუწყება, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ბორანზე სულ 100 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტი ქალაქ მოსულის საიხლოვეს, ნოვრუზის დღესასწაულის აღნიშვნისას მოხდა.

როგორც ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, გემის ბორტზე იმყოფებოდნენ ოჯახები, რომლებიც მოსულის ტურისტულ კომპლექსში მიემგზავრებოდნენ.

ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ მაშველები. ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 20-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

პოლიციაში ამ ეტაპზე აცხადებენ, რომ ბორანი სავარაუდოდ იმის გამო ჩაიძირა, რომ ბორტზე დაშვებულზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.