ერაყში განთავსებულ აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან, „ალ-ქაიდამ“ სარაკეტო იერიში განახორციელა
ერაყში განთავსებულ აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან, „ალ-ქაიდამ“ სარაკეტო იერიში განახორციელა

ერაყში განთავსებულ აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან, „ალ-ქაიდამ“ სარაკეტო იერიში განახორციელა. „ალ არაბიასინფორმაციით, სამხედრო ბაზის მიმართულებით შვიდი რაკეტა ისროლეს.

საპასუხოდ, ამერიკელმა სამხედროებმა ალ-ბაღდადის რაიონი დაბომბეს. სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან მიიტანეს სარაკეტო იერიში აინ ალ-ასადის ბაზაზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ალ ქაიდას“ წევრებმა 30 რაკეტა ისროლეს.

მიმდინარე კვირაში აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ ეს უკვე მეორე თავდასხმაა.