ერაყში, ერთ-ერთ ბაზრობაზე ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა
ერაყში, ერთ-ერთ ბაზრობაზე ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქის ერთ-ერთ ბაზრობაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი დაშავებულია.

პოლიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე შენობები დააზიანა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.