ერაყში ბელგიელ მამაკაცს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ერაყში ბელგიელ მამაკაცს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ერაყის სასამართლომ ბელგიელ მამაკაცს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

23 წლის ბილალ ალ-მარჩოჰის სასამართლო პროცესი დღეს შედგა. თავად მარჩოჰი ყველა ბრალდებას უარყოფს და ბელგიაში ექსტრადირებას მოითხოვს.

სასამართლო პროცესს ბელგიის საკონსულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მათ ჩარევის უფლება არ აქვთ, თუმცა ეწინააღმდეგებიან სასჯელის უმაღლეს ზომას, სიკვდილით დასჯას.

ბილალ ალ-მარჩოჰი ბელგიის მეორე მოქალაქეა, რომელიც ერაყმა ისლამური სახელმწიფოს წევრობის გამო გაასამართლა.