ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლების გამო, ინტერნეტთან წვდომა შეიზღუდა
ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლების გამო, ინტერნეტთან წვდომა შეიზღუდა. ხელისუფლებამ ასევე დაბლოკა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაპი“. ასევე სხვა სოციალური ქსელები და მესენჯერები.
ამასთან, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ერაყის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა და მნიშვნელოვან ობიექტებთან დამატებითი ძალები განალაგა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები პირველ ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში კორუფციის, უმუშევრობისა და არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ გამოდიან.
2 ოქტომბერს ბაღდადში აქციის მონაწილეთა ნაწილმა ე.წ. მწვანე ზონაში შეჭრა სცადა, სადაც სამთავრობო დაწესებულებები და დიპლომატიური მისიებია განთავსებული. არეულობას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი, ასობით კი დაშავდა.
აქციის მონაწილეებმა ასევე აეროპორტის შტურმი სცადეს, რა დროსაც იქ განთავსებულმა ანტიტერორისტულმა დანაყოფებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.