ერაყში ანტისამთავრობო გამოსავლების დროს შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ერაყში ანტისამთავრობო გამოსავლების დროს შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ერაყში ანტისამთავრობო გამოსავლების დროს მომხდარი შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის ერთი სამართალდამცველია.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის შვიდი მონაწილე და ერთი სამართალდამცველი ქალაქ ნასირიაში შეტაკებების დროს დაიღუპა. ხუთი ადამიანი კი ქალაქ ამარაში.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები პირველ ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში კორუფციის, უმუშევრობისა და არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ გამოდიან.