ერაყში ანტისახელისუფლებო დემონსტრანტების ბანაკებში რეიდისას შეტაკება მოხდა
ერაყში ანტისახელისუფლებო დემონსტრანტების ბანაკებში რეიდის დროს სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
გერმანული გამოცემის ცნობით, ბაღდადში ჩატარებული რეიდების მიზანი ბანაკების დაშლა იყო. თუმცა ამ დროს აქტივისტებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. შედეგად, სამართალდამცველებმა ცრელმსადენი აირი გამოიყენა. გავრცელდა ცნობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებაც. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირების დროს შვიდი ადამიანი დაიჭრა.
ანტისახელისუფლებო დემონსტრანტების ბანაკების დაშლის მიზნით, რეიდები ჩატარდა ქალაქ ბასრაშიც, რა დროსაც, პოლიციამ 16 აქტივისტი დააკავა.