ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს თავზე დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს თავზე დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს თავზე დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ამერიკულმა თავდაცვის სისტემამ საფრენი აპარატის გასანეიტრალებლად რაკეტები ისროლა. პარალელურად, ანბარის რეგიონში განთავსებულ აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან ბაზირებული, სამი რაკეტა ჩავარდა.

მიმდინარე წელს, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ 47 თავდასხმა განხორციელდა. ჯიჰადისტებთან ბრძოლის მიზნით, ერაყში ამჟამად 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.