ერაყის ტელევიზიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის კადრები გაავრცელა

12:54, 27.10.2019

ერაყის ტელევიზიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის ამსახველი კადრები გაავრცელა. როგორც მედია იუწყება, სპეცოპერაცია სირიაში, პროვინცია იდლიბში ჩაატარეს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია. აღნიშნულ საკითხზე დღეს სპეციალურ ბრიფინგს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართავს.

ერაყული მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელის დადგენაში აშშ-ს ერაყის დაზვერვა დაეხმარა.

მსგავსი