ერაყის პარლამენტის სხდომაზე ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას მოითხოვენ
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ერაყის საკანონმდებლო ორგანო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომაზე კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელშიც კანონმდებლები ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაყვანას მოითხოვენ.
როგორ შიიტი კანონმდებლები აცხადებენ, „ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნის საჭიროება აღარ დგას“.
ერაყში ამჟამად 5 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. ისინი ერაყელ ჯარისკაცებს წვრთნიან.
ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის მოთხოვნა კანონმდებლებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც 3 იანვარს აშშ-ის იერიშის შედეგად ბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი იყო ლიკვიდირებული.