ერაყის ხელისუფლება ქურთისტანის მთავრობისგან ღია პოზიციას ითხოვს, რომ რეგიონს გამოყოფის სურვილი არ ექნება
ერაყის ხელისუფლება ქურთისტანის მთავრობისგან ღია პოზიციას ითხოვს, რომ რეგიონს გამოყოფის სურვილი არ ექნება

ერაყის ხელისუფლება ქურთისტანის მთავრობისგან ღია პოზიციას ითხოვს, რომ რეგიონს გამოყოფის სურვილი არ ექნება. ერაყის უზენაეს ფედერალურ სასამართლოში ამბობენ, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რომელიმე ნაწილის გამოყოფის შესახებ მუხლს არ შეიცავს.

ერაყის ხელისუფლება კონსტიტუციის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ფედერალური ხელისუფლების ფუნქციონირებისთვის ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.

ქურთისტანის ავტონომიურმა რეგიონმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 25 სექტემბერს ჩაატარა. პლებისციტში მონაწილე ქურთების 93%-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.

რეფერენდუმის შედეგები ოფიციალურმა ბაღდადმა არ აღიარა და კირკუკის რეგიონის სადავო ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ქურთებმა კირკუკი დატოვეს. სამხედრო დაძაბულობასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.